სენატორი ლინდსი გრემი - უკრაინა, შესაძლოა, უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელს ევროპაში, არ მინდა, პუტინს მიეცეს წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე, რათა ისინი ჩინეთს გაუზიაროს
უკრაინა, შესაძლოა, უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელ ევროპაში, არ მინდა, პუტინს მიეცეს წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე, რათა ისინი ჩინეთს გაუზიაროს, – ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა SBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინას 10-12 ტრილიონი დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული აქვს. შესაძლოა, უკრაინა უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელ ევროპაში. არ მინდა, პუტინს მივცე წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე, რათა ისინი ჩინეთს გაუზიაროს. თუ უკრაინას ახლა დავეხმარებით, ისინი, შესაძლოა, საუკეთესო ბიზნესპარტნიორები გახდნენ. ტრილიონობით დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული თვითონ უკრაინამ და დასავლეთმა უნდა გამოიყენონ და არა პუტინმა და ჩინეთმა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება უკრაინის ამბავი. მოდით, დავეხმაროთ იმ ომის მოგებაში, რომლის წაგების უფლებაც არ გვაქვს. მოდით, ვიპოვოთ ამ ომიდან გამოსავალი, მაგრამ ისინი ოქროს საბადოზე სხედან, 10-12 ტრილიონი დოლარის ოდენობის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულის პუტინისთვის გადაცემა, რომელსაც ის ჩინეთს გაუზიარებს, ეს, უბრალოდ, სასაცილოა“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.