სენატორი ლინდსი გრემი - ირანი საკუთარ ტერიტორიაზე მწვავე ტკივილისთვის უნდა მოემზადოს
სენატორი ლინდსი გრემი - ირანი საკუთარ ტერიტორიაზე მწვავე ტკივილისთვის უნდა მოემზადოს

ირანი საკუთარ ტერიტორიაზე მწვავე ტკივილისთვის უნდა მოემზადოს, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამერიკელი სენატორის თქმით, აშშ ირანს ზღვებზე ნავიგაციის შეფერხების, მოკავშირეებზე და ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმის უფლებას, საფასურის გადახდის გარეშე არ მისცემს და თუ ირანი ბრძოლას ეძებს, მიიღებს კიდეც.

„ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებით, ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა. ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა ირანი შემდეგი კვირიდან ურანის გამდიდრებას, რაც ისრაელ-ირანის დაძაბულობის ესკალაციას მოახდენს. მოიმოქმედებენ თუ არა რამეს აშშ-ის აქტივების წინააღმდეგ. ირანელების ბედი მათ ხელშია და მათზეა დამოკიდებული, რა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ირანთან ომის შემთხვევაში ისინი დამარცხდებიან“, – აღნიშნა სენატორმა გრემმა.