სენატორი ჯეიმს რიში - ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას
სენატორი ჯეიმს რიში - ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას

საერთაშორისო საზოგადოება გმობს გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ სენატორმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ტვიტერზე“ დაწერა.

სენატორის თქმით, უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლას და განადგურებასაც ცდილობდა პუტინი.

„სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – წერს სენატორი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევი ლიდერობს. საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, რომ ხმების 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, ალან გაგლოევს 59 პროცენტი აქვს, ანატოლი ბიბილოვს კი 37 პროცენტი.