სენატორი ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. შესაბამისად, დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობისათვის სავარაუდოდ, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იბრძოლებს.
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ ჯო ბაიდენი იქნება დონალდ ტრამპის კონკურენტი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს.