სენატორი კრის კუნსი გმობს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ „რეფერენდუმს“ და მსოფლიოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახსენებს
სენატორი კრის კუნსი საქართველოს ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთების საკითხზე 10 აპრილისთვის დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს „ტვიტერის“ მიკრობლოგში ეხმაურება.
სენატორი გმობს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დანიშნულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებსა და „რეფერენდუმს“ და მსოფლიოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახსენებს.
„საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე, არის მოტყუება და შეხსენება იმ ბედის შესახებ, რომელიც შეიძლება, ელოდეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს, თუ მიმდინარე შეჭრა წარმატებული იქნება“, – წერს სენატორი.