სენატმა ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად დაამტკიცა. ჯინა ჰასპელის დანიშვნას 54 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 45 იყო.
რესპუბლიკელების გარდა, მის კანდიდატურას ექვსმა დემოკრატმა მისცა ხმა. მოწინააღმდეგეებს შორის კი ორი რესპუბლიკელი სენატორი იყო. ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაიკ პომპეო შეცვალა. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წელს ჰასპელი ტაილანდში საიდუმლო ციხეს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის დროს წამებას მიმართავდნენ. კონგრესისადმი მიმდინარე კვირის დასაწყისში გაგზავნილ წერილში ჯინა ჰასპელი აღნიშნავს, რომ სადაზვერვო სააგენტოს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის დროს წამების მეთოდები არ უნდა გამოეყენებინა. მისი თქმით, ამ პროგრამამ სააგენტო და ქვეყნის რეპუტაცია დააზარალა.