სენატმა დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა
სენატმა დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ემი კონი ბარეტი მოსამართლის თანამდებობას უვადოდ დაიკავებს. მისი ფიცის დადების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართება.

სენატში გამართულ კენჭისყრას ამერიკული ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.

ემი კონი ბარეტის კანდიდატურაზე მსჯელობა სენატში კვირას დაიწყო და 30 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატები მოითხოვდნენ, მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოფილიყო მიღებული.