სენატის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრედ კავანოს წინააღმდეგ აქციაზე 300-ზე მეტი ადამანი დააკავეს
სენატის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრედ კავანოს წინააღმდეგ აქციაზე 300-ზე მეტი ადამანი დააკავეს

სენატის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკელმა სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაში მონაწილე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრაციის მონაწილეები სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბრედ კავანოს პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ერთკვირიანი მოკვლევის შედეგად, ვერ შეძლო მოეპოვებინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც  მოსამართლის ბრალეულობას დაადასტურებდა.  მას მხარდაჭერა მინესოტაში სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გამოუცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.