სენატის გადაწყვეტილების გამო, თურქეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის ელჩი დაიბარა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დეივიდ სატერფილდი დაიბარა. მიზეზი სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.
სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს.
სენატის ამ გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა თურქეთში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური შოუა.
მევლუთ ჩავუშოღლუს განმარტებით, აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს.