სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება. ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა თავად ზაზა ფაჩულიამ ჩადო.
ცერემონიაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, ზაზა ფაჩულიასა და „გალფის“ თანამშრომლობით ხორციელდება.