სენაკში ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საბავშვო ბაღში მოეწყო სასადილო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობისა და სავინტილაციო სისტემა, ასევე ბაღი შშმ პირებისათვის ადაპტირებულია, აღჭურვილია ახალი ინვენტარით. ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულება 280 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი.
პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.
2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 და აშენდა სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა.