სენაკში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
სენაკში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

სენაკში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ერთ-ერთ მედიკოსს დაუდასტურდა, რომელიც საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალისა და ასევე კლინიკა „არქიმედეს“ ექიმია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთის ცენტრში პერსონალს „პისიარ“ კვლევები უკვე ჩაუტარდა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს, რომელიც 2 სექტემბერს იყო მორიგე, დაუდასტურდა „კოვიდ 19“. მან იმავე დღეს გააკეთა რეფერალი, ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა ინფიცირებული პაციენტი. იგი მუშაობს სენაკში კლინიკა „არქიმედეში“ და ფოთში აქვს თვეში ორი მორიგეობა. შესაბამისად, 2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა „პისიარ“ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.