სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნოსირის მოსახლეობამ აქცია გამართა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნოსირის მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივი მოსახლეობა რაიონის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვს.
როგორც აქციის მონაწილეებმა პირველ არხთან საუბარში განაცხადეს, ორი თვეა გაუსაძლის პირობებში არიან, ვერ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ბავშვებს უჭირთ სკოლაში სიარული.
მათი თქმით, სენაკის მიმართულებით გაჰყავთ სასმელი წყლის მილები და ქვეკონტრაქტორი კომპანია “კობრა”, რომელიც ამ სამუშაოებს ასრულებს, ვალდებულია გზები აღადგინოს. თუმცა, ეს არ ხდება.
აქციის მონაწილეებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი სააკიანი ვაჩაგანი. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გზები სრულად მოწესრიგდება. თუმცა, როდის და რა ვადებში ეს ჯერჯერობით უცნობია.
აქციაზე სენაკის მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ, ისინი მოსახლეობის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევენ და კომპანია “კობრას” მოუწოდებენ გზები დროულად შეაკეთოს.