სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 27 წლისთავი აღნიშნეს
სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 27 წლისთავი აღნიშნეს.
გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, სამოქალაქო პირებმა და სკოლის მოსწავლეებმა სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, გმირულად დაღუპული სამხედროების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას.
საზეიმო ცერემონიაზე 16 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა უწყებრივი ჯილდოთი დააჯილდოვეს. სამხედრო პირებსა და მოწვეულ სტუმრებს მიმართეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა.
სამხედრო პირების ოჯახის წევრებმა, სკოლის მოსწავლეებმა ამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.