სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა
სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს „კოვიდ-19“ ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.