სემეკ-ის დღევანდელ საჯარო სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე იმჯელებს.
ამავე სხდომაზე კომისია „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წყლების საინვესტიციო გეგმებსაც განიხილავს.
გარდა აღნიშნული საკითხისა, დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება მსჯელობა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამწლიან საინვესტიციო გეგმაზე. აღნიშნული საკითხის განხილვა წინა სხდომაზე დაიწყო, თუმცა კომპანიის მხრიდან არასაკმარისი დოკუმენტაციის წარდგენის გამო, მსჯელობა დღეს გაგრძელდება.
სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.