სემეკ-ში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ საჩივრებს შეისწავლიან და ზედმეტობის შემთხვევაში, მომხმარებლებს გადასახადი დაუკორექტირდებათ
სემეკ-ში ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ რამდენიმე ათეული საჩივარი შევიდა. აბონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ივლისში ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დარიცხული გადასახადი გაცილებით მეტია და მათი ვარაუდით, კომპანიებმა ზედმეტი გადასახადი დაარიცხეს.
სემეკ-ში აცხადებენ, რომ თითოეულ საჩივარს შეისწავლიან და თუკი ზედმეტობა დაფიქსირდა, მომხმარებელს გადასახადი დაუკორექტირდება, კომპანიები კი, დაჯარიმდებიან.
პირველი ივლისიდან მომხმარებელს „თელასისა“ და „ენერგოპროს“ ნაცვლად, „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია“ ემსახურება. ამ ცვლილებების გამო, აბონენტებს, ერთჯერადად, გადასახადი ორივე კომპანიიდან მიუვიდათ.