სემეკ-ის გადაწყვეტილებით, გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები უცვლელი დარჩა
13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „საჩხერეგაზისა“ და „დიდი დიღმისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დატოვა.
სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფები შემცირების მიმართულებით მცირედით დაკორექტირდა „ენერგოკავშრისთვის“, „ყამარი-მ“-სთვის, „მამედისთვის“. აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.
ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ლ იანვრამდე.