სემეკ-ი - თბილისში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე ელექტროენერგიასა და გაზთან დაკავშირებით გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, თბილისში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია.
„გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ.
გეგმური სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შემდეგ ნომერზე: 16 216“, – აცხადებენ სემეკ-ში.