საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია (სემეკ) დღეს ტარიფებს თბოელექტროსადგურებისთვის დაადგენს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენა არ ექნება, რადგან მოსახლეობისთვის ტარიფები 2020 წლის პირველ იანვრამდეა დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლისთვის თბოსადგურების ტარიფები მოიმატებს, ამას სემეკ-ი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებში მომავალი წლის ბოლოს ასახავს.
კომისიის სხდომის დღის წესრიგშია გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის ტარიფების დადგენა შემდეგი კომპანიებისთვის: „მტკვარი ენერჯი“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, „გარდაბნის თბოსადგური“ და „ჯიფაუერი“.