სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაზუსტებული მონაცემებით, დღეს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვართან იყო
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დღეს, თბილისის დროით 17:18 საათზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით დაზუსტებულ მონაცემებს ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ტაო-კლარჯეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქედასთან იყო.