სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის
სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

სებასტიან მოლინეუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდითაა.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მისი მთავრობის შემადგენლობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. დიდებული იყო თქვენთან მუშაობა ქართველი ხალხის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის საკითხებზე, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივაზე. მსოფლიო ბანკი თქვენს გვერდით დგას. ძალა ერთობაშია!“, – წერს სებასტიან მოლინეუსი „ტვიტერში“.