სებ-მა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
სებ-მა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3, 2237 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-19 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 609 650 000 დოლარი გაყიდა.