საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების 70 პროცენტი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების 70 პროცენტი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობისთანვე ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. დაორგანიზდა კორპორატიული ვაქცინაციის პროცესი, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და სპეციალისტებზე დაყრდნობით თანამშრომლებს მიეწოდებათ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. თანამშრომლების ინდივიდუალურად რეგისტრაციას, საჭიროებისამებრ, ახდენს ორგანიზაცია, დაიგეგმა წამახალისებელი ღონისძიებები.
ამჟამად ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდში თანამშრომლების ვაქცინაციის ლოკაციამდე ტრანსპორტირებასაც ორგანიზაცია ახორციელებს.
აღნიშნული აქტივობებისა და თანამშრომლების მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დღეს ორგანიზაციის თანამშრომლების 70 პროცენტი (807 თანამშრომელი) აცრილია. 24 პროცენტი გეგმავს ვაქცინაციას უახლოეს მომავალში, ხოლო ექვსი პროცენტი (66 თანამშრომელი) ამ ეტაპზე თავს იკავებს.