საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის-მეურვის კანდიდატურის შესარჩევად, ღია კონკურსი გამოცხადდა.
ბორდის წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, საკუთარი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა. ამასთანავე სამეურვეო საბჭოს 3 წევრს, ბორდის თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას, წევრებს, გიორგი კოხრეიძეს და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.