საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველი არხის გადაცემა „აკუსტიკა“ წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველი არხის გადაცემა „აკუსტიკა“ წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოვა, რომელიც რეიტინგით და სოციალურ ქსელებში აქტივობით განისაზღვრა.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა გადაცემის ავტორებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქარი, მხატვარ ნიკო ცეცხლაძის ფერწერული ნამუშევრები გადასცეს.
„დიდ მადლობას ვუხდით საბჭოს თითოეულ წევრს. ასევე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველას, მუსიკოსებს, ტექნიკურ ჯგუფს, ვის გარეშეც „აკუსტიკა“ ვერ იარსებებდა და რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მაყურებლებს“, – აცხადებენ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები.