საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე საბჭოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
თავმჯდომარედ ასარჩევად ხმათა უმრავლესობა, ხუთი ხმა იყო საჭირო.
საბჭოს წევრმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბესიკ ლილუაშვილმა ოთხი ხმა მიიღო.
ამასთან, კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბონდო მძინარაშვილმა მოხსნა კანდიდატურა და განაცხადა, რომ სხვა კანდიდატურასაც არ დაუჭერდა მხარს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება.