საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუქციონი გამოცხადდა
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი:01.14.14.009.052), საწყისი ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ კიდევ ერთხელ იქნა გამოტანილი.
გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ხდება, ინფორმაცია განთავსებულია ელექტრონულ მისამართზე.
აუქციონზე გამოტანილია 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე შეეძლებათ.