საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუქციონი გამოცხადდა
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი:01.14.14.009.052), საწყისი ფასით 82 455 450 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ კიდევ ერთხელ იქნა გამოტანილი.
გარიგების შეთავაზება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ხდება, ინფორმაცია განთავსებულია ელექტრონულ მისამართზე.
აუქციონზე გამოტანილია 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 21 ივნისის ჩათვლით, 12:00 საათამდე შეეძლებათ.