საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის EBU #SayHi კამპანიას უერთდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის EBU #SayHi კამპანიას უერთდება, რომელიც ბავშვებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და მსოფლიოში მეგობრობის ხელშეწყობას ემსახურება.

12 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, ბავშვები მსოფლიოს გარშემო საერთო სიმღერითა და ცეკვით ერთიანდებიან.

13 ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნორვეგიის მაუწყებლის მიერ შექმნილი სიმღერის მაგალითზე ჩაწერა სიმღერა საკუთარ ენაზე და უზრუნველყო სპეციალურად შექმნილი ცეკვის ქორეოგრაფიის გავრცელება.

გადაცემა „რანინას“ კონკურსანტები ასრულებენ სიმღერას ქართულ ენაზე და ცეკვას, რომელიც 12 ნოემბერს თითოეული ბავშვის მიერ მსოფლიოს გარშემო შესრულდება.

ისწავლე ცეკვა, შემოგვიერთდი 12 ნოემბერს, 15:00 საათზე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და გახდი მეგობრობის კამპანიის ნაწილი.