საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ფოთში დაფიქსირებული კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან, ყველა პაციენტი ბინაზე მკურნალობს
ფოთში დღეს კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მათ შორის არიან ბავშვებიც.
ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ 14-ვე პაციენტი ბინაზე მკურნალობს.
,,ყველა დღეს გამოვლენილი ინფიცირებული ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სულ 169 შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებული გვყავს 50 პაციენტი. სტაციონარულ მკურნალობაზეა 18 პირი, მათ შორის 16 ფოთის კლინიკაში, ორი პაციენტი თბილისში აგრძელებს მკურნალობას. საკარანტინო სივრცეში 12 პაციენტი იმყოფება, ბინაზე, 89, თვითიზოლაციაში კი სულ 415 პირია“, – აცხადებენ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.