საზოგადოებრივი გაერთიანება „ბათუმელთა დარბაზი“ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბათუმელთა დარბაზი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უცხადებს მხარდაჭერას.
ამის შესახებ დარბაზის წევრებმა განცხადება დღეს გააკეთეს და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდეს.
„ვერ დავუშვებთ წარსულის დაბრუნებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს. მოვუწოდებთ ყველა ბათუმელს, ხვალ მოვიდეს არჩევნებზე, მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს, ანუ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მშვიდ მომავალს“, – განაცხადა საპატიო ბათუმელმა, ოთარ მიქელაძემ.
„ბათუმელთა დარბაზის“ წევრები ამბობენ, რომ საქმიანობას არჩევნების შემდეგაც აქტიურად განაგრძობენ, რათა ხელისუფლებას დაპირებების შესრულება აიძულონ.