14 აპრილს, 17:00- ზე თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში „საზოგადოება ქართულის“ წარდგენა და ღია დიალოგი შედგება.
ახალდაფუძნებული „საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფი მოწვეულ სტუმრებს საკუთარ მიზნებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
„საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფს ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს.