საზოგადოება „ქართული“ ლადო ასათიანის სახელობის პრემიის მიღების მსურველთათვის პირობებს აქვეყნებს
საზოგადოება „ქართული“ ლადო ასათიანის სახელობის პრემიის მიღების მსურველთათვის პირობებს აქვეყნებს.
როგორც საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრემია განკუთვნილია 32 წლამდელი ასაკის ახალგაზრდა პოეტების მიერ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შექმნილი ლექსებისთვის.
მათივე ცნობით, საზოგადოება „ქართულის“ მიერ შექმნილ ჟიურიში კანდიდატებს საქართველოს მწერალთა კავშირი 2024 წლის 15 სექტემბრამდე წარადგენს. ჟიური გამარჯვებულს პრემიას, რომელიც 3 000 (სამი ათას) ლარს შეადგენს, 27 სექტემბერს მიაკუთვნებს.
„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 26 აგვისტოდან მიმართონ საქართველოს მწერალთა კავშირს ან ატვირთონ მის ელექტრონულ ფოსტაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, სულ მცირე, შვიდი ლექსი. საქართველოს მწერალთა კავშირის საკონტაქტო კოორდინატებია: მისამართი: თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. #13 (გიგა ლორთქიფანიძის 4), საფოსტო ინდექსი 0105, ელექტრონულ ფოსტა: [email protected]“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ ინფორმაციაში.