საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კლინიკა „ვივამედში“ გაგრძელდება
საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კლინიკა „ვივამედში“ გაგრძელდება.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ახალი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, სტაციონარული ზედამხედველობის შემთხვევაში სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა შეუძლია.
მოსამართლის გადაწყვეტილებამდე კი გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
მიხეილ სააკშვილის საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. დღეს სასამართლოს ჩვენებას მიხეილ სააკაშვილი მისცემს.