საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები გაეგზავნათ
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით,
საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები და დამცავი საშუალებები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს გაეგზავნათ.
„აღნიშნული აქცია უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილზე მყოფი დიპლომატების უსაფრთხოებისათვის, რამდენადაც მათ მუშაობა უწევთ მაღალი რისკის ქვეყნებში, სადაც მაღალია COVID-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დამზადებული დამცავი სამედიცინო ნიღბები ასევე გადაეცა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.