საზღვაო ძალების განვითარებისთვის უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან 1,7 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხს მიიღებს
საზღვაო ძალების განვითარებისთვის უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან 1,7 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხს მიიღებს.
12 ნოემბერს, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ მინისტრთა კაბინეტის სახელით ხელი მოაწერა ბრიტანულ-უკრაინულ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანხების გამოყოფას 8 ერთეული სარაკეტო კატარღის მშენებლობისთვის, ორი ერთეული ნაღმოსანის შესასყიდად და ამასთან, ორი საზღვაო ბაზის ასაშენებლად.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საუბარია 1,7 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 წლით გადასცემს.