სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა იმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლული 708 ბავშვი გახდება.
პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და საკუთარ ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 33 894 ნათლული ჰყავს, ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პირველად პატრიარქის ინიციატივით, საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, რომლის მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.
ავტორი: თათია ჩავლეშვილი
ფოტო: ირაკლი გედენიძე