სავიზო პრობლემები მოგვარდა: ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
23 წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს. გუნდის ლიდერის 90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილის სავიზო პრობლემები მოგვარდა და ის გუნდთან ერთად იქნება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ასაკობრივი გუნდი საქართველოს 23-წლამდე ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დააკომპლექტა. გარდა ამისა, ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში,
სწორედ ღვინიაშვილი და ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებენ.
10-დან 12 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრი არ ტარდება და გოგონების ნაკრები ჩერნოგორიაში არ მიდის, თუმცა მათ ტურნირშიც გვეყოლება ერთი მონაწილე: ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი, რომელიც 52 კგ-ში იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე ეს შემადგენლობა დაიცავს:
60 კგ- ირაკლი კუპატაძე.
66 კგ- ზვიად ხუბულური.
73 კგ- ტატო გრიგალაშვილი, ბექა შავდათუაშვილი.
81 კგ- ბექა დონღვანი.
90 კგ- ბექა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი.
100 კგ-ონისე სანებლიძე.
მძიმე- გელა ზაალიშვილი.
52 კგ: მარიამ ჯანაშვილი.