საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა
საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა. სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა.

ერთკვირიან საველე სიტუაციურ სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფებისგან უმაღლესი შეფასება მიიღეს.

სწავლება მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას.