სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი დილიდან 2.6 ლარის ნიშნულის ფარგლებშია
სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი დილიდან 2.6 ლარის ნიშნულის ფარგლებშია

სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი დილიდან 2.6 ლარის ნიშნულის ფარგლებშია. ამერიკული ვალუტის შეძენა 2.62-2.63 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.5694 ლარი ღირს. პირველ აგვისტოსთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 12 თეთრით გაუფასურდა.

ექსპერტები ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზად თურქეთსა და რუსეთში არსებულ ვითარებას ასახელებენ. თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, რასაც  საქართველოზეც აქვს გავლენა.