სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება
საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, – ამის შესახებ სერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კოვზანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზე. საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. მიმდინარე შეხვედრებისას განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში”, – აღნიშნა მარტინმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში შეხვედრებს მომდევნო კვირაში დაასრულებს.