საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში დოლარიზაციის შემცირებაზე მიუთითებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2017 წელს 64.8%-ს შეადგენს, მომავალ წელს კი 64.1%-მდე უნდა შემცირდეს.
ეს 4 პროცენტით ნაკლებია პროგნოზზე, რომელიც ფონდს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის დაწყებისას ჰქონდა.
ამასთან, 2015 წელს დეპოზიტების დოლარიზაცია 66.8%-ს შეადგენდა, 2016 წელს კი 69.9%-ს.
რაც შეეხება სესხების დოლარიზაციას, 2017 წლის მაჩვენებელი 54,7 პროცენტს შეადგენს, 2018 წელს კი 54,1 პროცენტამდე უნდა შემცირდეს.
შედარებისთვის, 2015 წელს სესხების დოლარიზაცია 63.1% იყო, 2016 წელს კი 64.6%.
დოლარიზაციის შემცირებაზე ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკშიც საუბრობენ.