საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „კოკოს“, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციისთვის კობი ბრაიანტს გადაეცა

საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა „პიქსარის“ ანიმაცია „კოკოს“.

„კოკო“ მექსიკელი ბიჭის, მიგელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მეწაღის ოჯახში ცხოვრობს და მუსიკოსობაზე ოცნებობს.

ღონისძიებაზე ანიმაციიდან საუნდრეკი – Remember Me შესრულდა. მუსიკალური ნომერი გაელ გარსია ბერნალმა, მიგელმა და ნატალია ლაფურკადმა წარმოადგინეს.

„ოსკარი“ აიღო ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმაც. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში Dear Basketball-მა გაიმარჯვა.