„მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების“ რეიტინგში პირველობას სინგაპურის აეროპორტი ინარჩუნებს 
„მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების“ რეიტინგში პირველობას სინგაპურის აეროპორტი ინარჩუნებს 

„მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის“ ტიტული სინგაპურის „ჩანგის“ აეროპორტმა წელს ზედიზედ, მეექვსედ მოიპოვა. მისი მთავრი კონკურენტი, ჰონგ-კონგის აეროპორტი კი რიგით მეოთხეა.

საერთო ჯამში, სინგაპურის აეროპორტი საუკეთესოდ 2000 წლის შემდეგ, ცხრაჯერ დასახელდა. ინფორმაციას ამერიკული მაუწყებლობა CNBC-ი ავრცელებს.

აეროპორტების რეიტინგს ბრიტანული დამოუკიდებელი კვლევითი კომპანია Skytrax-ი ყოველწლიურად, კვლევის შედეგად ადგენს. წელს Skytrax-მა მსოფლიოს 500 აეროპორტი გამოიკვლია და  მილიონზე მეტი ადამიანი გამოკითხა. კვლევა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდა.

სინგაპურისა და ჰონგ-კონგის გარდა, 2018 წლის საუკეთესო აეროპორტების პირველ ხუთეულში სეულის, ტოკიოს და დოჰას აეროპორტები შედიან. შემდეგ ხუთეულს  მიუნხენის, ნაგოიას, ლონდონის „ჰითროუს“, ციურიხისა და ფრანკფურტის აეროპორტები იკავებენ.