საუდის არაბეთში პირველი კინოთეატრები ფილმით „შავი პანტერა" გაიხსნება
საუდის არაბეთში პირველი კინოთეატრები ფილმით „შავი პანტერა" გაიხსნება

საუდის არაბეთში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კინოთეატრები 18 აპრილს ფილმით Black Panther (შავი პანტერა) გაიხსნება. ქვეყანაში მკაცრი ისლამური ხედვების გამო, კინოთეატრები 80-იან წლებში დახურეს.

კინოთეატრების ხელახლა გახსნას ბევრი სასულიერო პირი ეწინააღმდეგება.

BBC ცნობით , დარბაზები სქესის მიხედვით არ დაიყოფა.

2030 წლისთვის 300-ზე მეტი კინოთეატრის გახსნა იგეგმება. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოთეატრებისგან 24 მილიონი დოლარის მოგებას ელოდებიან, ჯამში კი 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

2017 წლის სექტემბერში საუდის არაბეთის მეფე სალმანმა ქალებისთვის მანქანის მართვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა და ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესი დაიწყო.

საუდის არაბეთში კინოთეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები 1980-იან წლებში სამეფოს კონსერვატორმა მმართველებმა დახურეს.

მარველის Black Panther რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარს გადააჭარბეს, Forbes-ის ინფორმაციით, “შავი პანტერა” სუპერგმირზე გადაღებული ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.  მთავარ როლებს ჩედვიკ ბოსმანი, ლუპიტა ნიონგო, ანგელა ბესეტი, მაიკლ ბი ჯორდანი და მარტინ ფრიმენი ასრულებენ.