საუდის არაბეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა
საუდის არაბეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა.
„ბიბისის“ ცნობით, ქალაქ აბკაიკში კომპანია „არამკოს“ ქარხანაზე, ასევე კურაისის ნავთობპროდუქტის რეზერვუარზე შეტევები უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა, რის შემდეგაც ორივე ლოკაციაზე ცეცხლი გაჩნდა.
მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენში ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა აიღეს. მათი განცხადებით, საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმისთვის 10 უპილოტო საფრენი აპარატი იყო გამოყენებული.
იემენში სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლებას შიიტი ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. ხელისუფლების დასახმარებლად მალევე საუდის არაბეთმა სპეციალური საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბა და იემენელი ამბოხებულების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყო.