საუდის არაბეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
საუდის არაბეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

საუდის არაბეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, – ინფორმაციას „სიენენი“  ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი ძიძაა ინდოეთიდან. აღნიშნულ ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, დაინფიცრებული საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ასევე, სავარაუდოდ, მექსიკაში.

ამასთან, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქალაქ უხანის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვა ქალაქ ჰუანგანშიც დააწესა. სწორედ უხანი სახელდება ვირუსის გავრცელების კერად. უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეეზღუდა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი სახეობით 17 ადამიანი გარდაიცვალა.