საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა
საუდის არაბეთში კორონავირუსის 2 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი 51 980-მდე გაიზარდა.
ყოველდღიური მაჩვენებელი შედარებით გაზრდილია, რადგან ქვეყანაში გასულ კვირას ყოველდღე საშუალოდ 1 500 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 10-ით გაიზარდა გარდაცვლილთა მაჩვენებელიც და ფატალური შემთხვევების რიცხვი უკვე 302-ს შეადგენს.
საუდის არაბეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.