საუდის არაბეთში პირველად 35 წლიანი პაუზის შემდეგ, კინოთეატრი იხსნება. ამერიკული კომპანია AMC-ის კუთვნილი კინოთეატრი ერ-რიადში პირველ მაყურებლებს 18 აპრილს მიიღებს.
„ეს გარდამტეხი მომენტია სამეფოს კულტურული ინდუსტრიის განვითარებაში“, – განაცხადა საუდის არაბეთის კულტურის მინისტრმა, ავად ბინ სალეჰ ალ-ავადმა.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, 2030 წლისთვის ქვეყანაში 350 ახალი საზოგადოებრივი კინოთეატრი უნდა გაიხსნას.
2017 წლის სექტემბერში საუდის არაბეთის მეფე სალმანმა ქალებისთვის მანქანის მართვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა და ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესი დაიწყო.
საუდის არაბეთში კინოთეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები 1980-იან წლებში სამეფოს კონსერვატორმა მმართველებმა დახურეს.